13:19 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 16:24:13, 1353 ნახვა

საზოგადოება
სანერვიულო არაფერია, თუ ბინა დაზღვეული გაქვს

ყველას გვქონია დღე, როცა სახლიდან გასულები ან სახლში დაბრუნებულები დავფიქრებულვართ, ბინაში ხომ ყველაფერი რიგზეა? წარმოდგენილ სცენარში კედლები წყლითაა დასველებული, ავეჯი გადამწვარია, ოთახები გაქურდული და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქონებას ვუფრთხილდებით, გაუთვალისწინებელი შემთხვევები მაინც ხდება. მათი არიდება ვერა, მაგრამ მათგან გამოწვეული უსიამოვნო ფიქრების არიდება ბინის დაზღვევის წყალობით შეგვიძლია.

ბინის დაზღვევა საუკეთესო გადაწყვეტილებაა გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან ასარიდებლად. მარტივი და ხელმისაწვდომი პროდუქტის შეძენით, შენ აზღვევ რემონტს, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას. თუ გაქირავებული ბინის დაზღვევას გადაწყვეტ, დამატებით დამქირავებლის მიერ დაზიანების ხარჯებიც აგინაზღაურდება. ასე რომ, შეგიძლია დააზღვიო ბინა თვეში 12 ლარიდან და აღარ იდარდო ისეთ შემთხვევებზე, როგორებიცაა: მეზობლისგან ჩამოსული წყალი, წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა ან ვანდალიზმი, ასევე ხანძარი და სტიქიური მოვლენები. გარდა ამისა, შეგიძლია ისარგებლო მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობით, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ შენი ბინიდან მეზობელთან წყალი ჩავა და მისი ქონება დაზიანდა, ზარალი ანაზღაურდება.

ბინის დაზღვევის შეძენა ონლაინ, მარტივად თვეში 12 ლარიდან შეგიძლია. ქონების დაზიანების შემთხვევაში კი შეძლებ ზარალიც ონლაინ აინაზღაურო. ამ ხელმისაწვდომი პროდუქტის შეძენით შენ უფრთხილდები სივრცეს, რომელიც ძალიან გიყვარს. პროდუქტზე ვრცლად ინფორმაციის ნახვა თიბისი დაზღვევის ვებ გვერდზე შეგიძლია, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი ამ ნომერზე ნებისმიერ დროს დაგეხმარებიან 032 2 422 222, *4222





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics