19:13 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 14:18:56, 1333 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ დაიწყო

"საქართველოს ბანკი", როგორც მაღალი კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და კარიერული განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორს“ ახორციელებს. 

პროგრამის ფარგლებში, მეშვიდე ნაკადის მონაწილეების გადამზადება უკვე დაიწყო. 10 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 82 მონაწილე შეირჩა, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ერთი წლის განმავლობაში 13 განსხვავებულ პროგრამაზე მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. ამასთანავე, გაიარონ ტრენინგები, გამოცდილი მენტორების ჩართულობით იმუშაონ მათთვის საინტერესო პროექტებზე და განივითარონ ახალი უნარები. პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკზე სრულად არის მორგებული. 

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, წელს „ლიდერატორს” ორი ახალი პროგრამა - საბანკო სამართალი და ფინანსური და საინვესტიციო ანალიზი დაემატა. 

„საქართველოს ბანკის", როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ტალანტების განვითარებას, უზრუნველყოს ისინი ახალი აღმოჩენებითა და წინსვლის შესაძლებლობებით. სწორედ ამიტომ, კომპანია უკვე მეშვიდე წელია აქტიურად ახორციელებს პროგრამა „ლიდერატორს“, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პოზიციაზე იმუშაონ მათთვის საინტერესო პროექტებზე, განახორციელონ საკუთარი იდეები, ამასთან, მიიღონ ანაზღაურება და შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება. „ლიდერატორის“ უნიკალური ხასიათიდან გამომდინარე, პროგრამა ხშირად სტუდენტების პირველ სამსახურადაც იქცევა, რაც მათთვის კარიერულ საფეხურზე სწრაფ ზრდას განაპირობებს“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკის" გუნდში. 

პროექტი „ლიდერატორი“ 2017 წლიდან ხორციელდება და მასში უკვე 377-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, პროგრამის დასრულების შემდეგ კი მონაწილეთა 84%-მა კარიერა "საქართველოს ბანკში" განაგრძო. 

„ლიდერატორის“ ფარგლებში თითოეული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე Leaderator.bog.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics