|
2023-04-28 13:50:23, 1246 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე ევროპის ჩემპიონებს, პრიზიორებს შეხვდა და საპრიზო ფონდის ზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გააცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის ჩემპიონებსა და პრიზიორებს შეხვდა და მიღწეული წარმატებები მიულოცა. აჭარის მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს გააცნო გადაწყვეტილება საპრიზო ფონდის რამდენიმეჯერ ზრდასთან დაკავშირებით. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ასევე, მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვნად გაზრდილ საპრიზო თანხას მიიღებენ. ფონდი მილიონ ლარს გადააჭარბებს. "შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდება ბათუმის სპორტული კომპლექსისთვის სპორტული ინვენტარის შეძენა, გაგრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირმა ნიჟარაძე ესწრებოდნენ", - ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)