05:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 13:14:02, 764 ნახვა

მსოფლიო
ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ციხიდან ცემის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკო, რომელიც ქრთამის აღების და ფულის გათეთრების სისხლის სამართლის საქმეზეა პატიმრობაში, ნოვოპოლოცკის საავადმყოფოში მოათავსეს. - ამის შესახებ, პოლიტიკოსის შტაბ-ბინა ტელეგრამის არხზე იტყობინება.

"Მმეგობრებო გუშინ გავრცელდა ჭორები, რომ ვიქტორ ბაბარიკო ნოვოპოლოცკის საავადმყოფოშია. ჩვენ შევძელით ამ ინფორმაციის დადასტურება. სამწუხაროდ, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია“, - წერენ ბაბარიკოს შტაბში.

წინა ღამეს ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ბაბარიკო ცემის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან მოითხოვა, რომ მის ოჯახს და ადვოკატებს მიეცათ მისი ნახვის უფლება, ასევე „აჩვენონ, რა მდგომარეობაშია იგი“.

რაბოჩი რუხის ტელეგრამის არხის თანახმად, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ბაბარიკოს ჰოსპიტალიზაციის შესახებ, პოლიტიკოსი ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში.

2021 წლის ზაფხულში ბაბარიკოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი შემოსავლის გათეთრება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. ბაბარიოს დაცვის მხარე მის საქმეს პოლიტიკურ საქმეს უწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics