20:40 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 11:16:38, 1506 ნახვა

საზოგადოება
სუდანიდან ევაკუირებული მოქალაქეების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა

სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. რეისი, რომლითაც ქვეყანაში Geo Sky-ის 20 თანამშრომელი ჩამოიყვანეს, ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.

Geo Sky-ის ხელმძღავენლის, შალვა კიკნაძის განცხადებით, საქართველოს 33-ვე მოქალაქე სუდანიდან ევაკუირებულია, თუმცა ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებულთა შორის მხოლოდ ავიაკომპანია Geo Sky-ის თანამშრომლები არიან.

„უშუალოდ ჩვენს კომპანიას ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მინისტრის მოადგილესთან, მუდმივ კავშირზე ვიყავით. თავის მხრივ, პროცესში ჩართული იყო საქართველოს საელჩო თურქეთში და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში.

დარჩენილი 13 ადამიანი არის ავიაკომპანია კომანია Myway-ის თანამშრომელი. თითქმის შეუძლებელი იყო ყველას ერთ რეისზე მოხვედრა იქიდან გამომდინარე, რომ ადგილები შეზღუდული იყო. ისინი ხვალ ჩამოფრინდებიან იგივე დროს“,- განაცხადა Geo Sky-ის ხელმძღავენლმა, შალვა კიკნაძემ.

ცნობისთვის, სუდანში, ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე 459 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 072 დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ 25 აპრილს, სუდანის შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს 35-მდე მოქალაქე სუდანის დატოვებას 25 აპრილამდე ვერ ახერხებდა, თუმცა საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა და ისინი ნეიტრალურ ზონაში, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე იმყოფებოდნენ.

ამასთან, გუშინ, 26 აპრილს ავიაკომპანია Myway Airlines-მა გაავრცელა განცხადება, რომ კოპანიის თანამშრომლები, რომელთა ტრანსპორტირებაც სუდანის საზღვრიდან უკვე განხორციელდა, კაიროში იმყოფებოდნენ, საიდანაც მათი საქართველოში ჩამოყვანა მოხდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics