05:26 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 15:52:54, 739 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი ნორვეგიის 10 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთი ნორვეგიის 10 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია ნორვეგიის მიერ 15 რუსი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებასთან.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებამ ამას "მტრული ნაბიჯი" უწოდა და განაცხადა, რომ ნორვეგიელი დიპლომატების გაძევებას "სხვა ზომებიც" მოჰყვება.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, რაგნჰილდ სიმენსტადის თქმით, ეს იყო პასუხი ნორვეგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ოსლოში რუსეთის საელჩოს თანამშრომლების არასასურველ პირებად გამოცხადების შესახებ. 

„რუსეთის გადაწყვეტილებას შურისძიების აქტად მივიჩნევთ. ყველა ჩვენი დიპლომატი რუსეთში რეგულარულად ასრულებს დიპლომატიურ მუშაობას. რუსეთის ხელისუფლებამ ეს კარგად იცის“, - განაცხადა სიმენსტადმა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან 15 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა და რუსეთის დიპლომატიური მისიის დევნილ წევრებს "დაზვერვის ოფიცრები" უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics