05:26 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 10:49:55, 1134 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი - „მარცვლეულის შეთანხმება“ ჩიხშია - არსებობს დაბრკოლებები, რაც რუსული პროდუქციის ექსპორტს ბლოკავს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, "მარცვლეულის შეთანხმება" ჩიხში შევიდა. 

როგორც ლავროვმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "კიდევ არსებობს დაბრკოლებები, რაც რუსული პროდუქციის ექსპორტს ბლოკავს".

„ვერ ვიტყვი, რომ გაერო ძალისხმევას იშურებს - არა, პირიქით, გაერო-ს წარმომადგენლები ცდილობენ მოლაპარაკებებს იმ ქვეყნებთან, რომელთაც დააწესეს ცალმხრივი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, თუმცა შედეგი არ არის. მთავარი ბანკი, რომელიც ემსახურება ჩვენს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტს, გათიშულია „სვიფტიდან“ და უკან არავინ აბრუნებს. ამის სანაცვლოდ კი, ერთჯერად ალტერნატივას გვთავაზობენ“, - ამბობს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, მარტში, "მარცვლეულის შეთანხმება" 60 დღის ვადით განახლდა. ამის მიუხედავად, რუსეთმა განაცხადა, რომ თუ დასავლეთი არ მოხსნის სანქციებს, შესაძლოა, შეთანხმების ვადის გაგრძელებას აღარ დათანხმდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა "მარცვლეულის შეთანხმების" დარღვევაში დაადანაშაულა.

თავდაცვის უწყების მტკიცებით, 23-24 აპრილს, უკრაინამ ოკუპირებულ სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის ბაზასა და ყირიმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები განხორციელა.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, უეკიპაჟო კატერები, რომლებიც "შავი ზღვის ინიციატივის" რეალიზაციისთვის არის განკუთვნილი, ოდესის პორტის მიმდებარე წყლებიდან გაუშვეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics