|
2023-04-26 10:00:55, 1405 ნახვა
მსოფლიო
WHO - სუდანის ლაბორატორიიდან ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების გავრცელების რისკი არსებობს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, სუდანში ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების გავრცელების მაღალი რისკი არსებობს. ოფიციალური პირების განცხადებით, ამ ეტაპზე გაურკვეველია, ვის აქვს დაკავებული სუდანის დედაქალაქ ხართუმში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ლაბორატორია. "მთავარ საზრუნავს წარმოადგენს ის, რომ ლაბორატორიაში შესვლა ვერ ხერხდება, რათა უსაფრთხოდ მოხერხდეს იქ არსებული ბიოლოგიური ნივთიერებების შენახვა",- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სუდანში. ამასთან, როგორც WHO-ში BBC-ის განუცხადეს, შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რაც ლაბორატორიაში არსებულ მასალას საფრთხეს უქმნის, გარდა ამისა, ელექტროენერგიის გარეშე, შესაძლოა, ლაბორატორიაში შენახული სისხლის პაკეტები გაფუჭდეს. ცნობისთვის, სუდანში, ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე 459 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 072 დაშავდა. აღსანიშნავია, რომ გუშინ 25 აპრილს, სუდანის შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. საქართველოს 35-მდე მოქალაქე სუდანის დატოვებას 25 აპრილამდე ვერ ახერხებდა, თუმცა საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა და ისინი ნეიტრალურ ზონაში, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე გადაიყვანეს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)