11:14 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 18:14:03, 1009 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მიზნად ვისახავთ, რომ NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გავაღრმაოთ

მიზნად ვისახავთ, რომ გავაღრმაოთ NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, ყველა განზომილებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენსტ სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე, რომელიც სწრაფად დაინერგება პრაქტიკაში, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველო კანდიდატის სტატუსს ნამდვილად იმსახურებს.

"აქტიურად ვმუშაობთ ამჟამადაც ე.წ. 12 პრიორიტეტის, 12 პუნქტის განხორციელებაზე, რომელიც საკმაოდ სწრაფად დაინერგება პრაქტიკაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მე, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მქონდა იმის პრივილეგია 2015 წელს მეხელმძღვანელა NATO-საქართველოს დაძმობილების პროექტისათვის და მის ფარგლებში გახსნილი ცენტრისთვის, რომელიც ოპერირებს 2015 წლიდან ძალიან პროდუქტიულად, შესაბამისად, ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ გავაღრმაოთ NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, ყველა განზომილებაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics