22:08 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 17:05:20, 701 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სკრინინგ ცენტრი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) ახალ პროექტს ახორციელებს

ეროვნულ სკრინინგ ცენტრს პროექტის - „დიაგნოსტიკური სერვისების გაძლიერება ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენისთვის“ ფარგლებში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა მისია ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, უცხოელმა ექსპერტებმა - კარმინა ველასკომ, ოლივიერ პელეტმა და ოლივერა ბჯელაკმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ძუძუს სტერეოტაქსიული ბიოფსიის აპარატის მიღებისა და განთავსების მზაობა ადგილზე შეაფასეს. მათი ვიზიტის მიზანი კიბოს სკრინინგულ კვლევაში თანამედროვე სისტემის (PACs) დანერგვა და ცენტრის შესაძლებლობების ადგილზე გაცნობაა.

მათივე ცნობით, სტუმრებს სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ და სამედიცინო სამსახურის უფროსმა, თამარ სხირტლაძემ ცენტრის მუშაობის სპეციფიკასთან, სკრინინგის პროგრამებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდეს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფებით, რათა ადგილზე გავეცნოთ სკრინინგ ცენტრის მუშაობას. მხარდაჭერას გამოვხატავთ ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამისადმი. მზად ვართ, ყველა ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ ტექნიკური ასპექტების გამართვისკენ. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ დიდი წარმატება გვექნება. სადაც არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, იქ იგულისხმება ტექნიკური, ექსპერტული და სამეცნიერო პროგრამები და ეს ყველაფერი ეროვნული სკრინინგ ცენტრის გუნდთან ერთად განხორციელდება“, - განაცხადა ოლივიერ პელეტმა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ეროვნული სკრინინგ ცენტრის ოთხივე ფილიალი დაათვალიერეს, ცენტრის მუშაობა დადებითად შეაფასეს და სკრინინგ ცენტრს განვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics