|
2023-04-25 12:08:12, 825 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტმა შიდა აუდიტის გაძლიერებისთვის ახალი პროექტი წარადგინა
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტმა განვითარების პარტნიორებთან ერთად, წარადგინა ახალი პროექტი შიდა აუდიტის გაძლიერებისთვის საქართველოს საჯარო სექტორში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პროექტი ხორციელდება ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მსოფლიო ბანკი Ernst and Young-ის თურქეთისა და საქართველოს ოფისებთან ერთად. "პროექტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა და მსოფლიო ბანკის ეკონომიკური მმართველობისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების პროექტის ხელმძღვანელი პატრიკ უმა ტეტე. ტექნიკური დახმარების პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გააკეთეს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიული ჭკუასელმა, Ernst & Young-ის პარტნიორმა, სერჰათ აქმესემ, ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსმა, ნათია გულუამ და სახაზინო სამსახურის უფროსის მ.შ-მ, დავით გამყრელიძემ. შიდა აუდიტის გაძლიერებისთვის განკუთვნილი ახალი პროექტი 2024 წლის ივნისამდე გაგრძელდება და მოიცავს შემდეგ ოთხ ძირითად ფაზას: • შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა • არსებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიების გამოყენება და ტრენინგები • მუნიციპალიტეტების საკრებულოებში შიდა აუდიტის შესახებ ცნობიერების ამაღლება • ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სახელმძღვანელო და ტრენინგი პროექტის ფარგლებში ტრენინგები განხორციელდება, როგორც ცენტრალური უწყებების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების შიდა აუდიტორებისთვის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 596.8 ათასი, რუსეთიდან იყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)