00:20 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 19:12:15, 1329 ნახვა

ომი უკრაინაში
სტეფანჩუკი - მხოლოდ ბრძოლა და გამარჯვება დაგვიცავს გენოციდისგან და რუსეთს მართლმსაჯულების წინაშე წარადგენს

დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ ბრძოლა და გამარჯვება დაგვიცავს გენოციდისგან და რუსეთს მართლმსაჯულების წინაშე წარადგენს, - ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინული კოალიცია ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, მაგრამ გამარჯვებას რადიკალური ნაბიჯები სჭირდება, რისთვისაც საბრძოლო მასალები, შეიარაღება და წვრთნებია საჭირო.

"რუსეთმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი და მუქარებისა და შანტაჟის სრული სპექტრი. უკვე მეორე წელია, ომი მიმდინარეობს და ისინი ჩვენთვის რაც შეიძლება მეტი ტანჯვის მოტანას ცდილობენ, რათა წინააღმდეგობის სურვილი ჩაგვიკლან, დაგვაშინონ და დავნებდეთ. 

სხვანაირად როგორ ახსნით მშვიდობიანი მოსახლეობის, საავადმყოფოების, სკოლების, ეკლესიების, ჰუმანიტარული დერეფნებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ დაბომბვებს? როგორ ახსნით უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალებისა და ბავშვების ცალსახად დაბომბვებს?

რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის ხერხემლის გადატეხვა. დარწმუნებული ვართ, მხოლოდ ბრძოლა და გამარჯვება დაგვიცავს გენოციდისგან და რუსეთს მართლმსაჯულების წინაშე წარადგენს. ყველას, ვინც დამნაშავეა, დაწყებული რიგითი სამხედროდან მაღალჩინოსნებამდე, საერთაშორისო ტრიბუნალი საფუძველს დაუდებს რუსი მაღალჩინოსნებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ამ ომის დაწყების გამო.

პროუკრაინული კოალიცია ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, მაგრამ გამარჯვებას ძალიან რადიკალური ნაბიჯები სჭირდება. ჩვენ გვჭირდება საბრძოლო მასალები, შეიარაღება და წვრთნები. ჩვენ ახლა გვჭირდება თანამედროვე ავიაცია, ველით გადაწყვეტილებას მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებლებზე. ასევე ველით სხვა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებსაც", - განაცხადა სტეფანჩუკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics