|
2023-04-24 17:02:05, 1174 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქციქაზე მივიდა
კანცელარიასთან აქციის მეექვსე დღეს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა. ომუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პროცესში აქციურადაა ჩართული და აქციის მონიტორინგს ახორციელებს. "ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როდესაც ეს პრობლემა დადგა, ჩვენ მაშინვე ჩავერთეთ ამ პროცესში. სახალხო დამცველის აპარატის ასე ვთქვათ, მეცადინეობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ჩვენ ამ ჯგუფში დღემდე ძალიან აქტიურად ვმონაწილეობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რომ ეს პრობლემა რამენაირად იქნეს გადაწყვეტილი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება თვითონ აქციას, ჩვენ ამ აქციის მიმართაც მონიტორინგი არ შეგვიწყვეტია, გამოხატვის თავისუფლების ნაწილში რაიმე შეზღუდვას თუ ექნება ადგილი ან რაიმე პრობლემა იქნება, ჩართულები და მონაწილეობენ ჩვენი აპარატის თანამშრობლები. ამ პრეპარატის შემოტანაზე, ვერც მის ხარისხზე და ვერც შედეგებზე პასუხისმგებლობას სახალხო დამცველის აპარატი ვერ ვერ აიღებს. ეს არ არის ჩვენი შეფასების ნაწილი და ამის კომპეტენცია ჩვენ არ გაგვაჩნია. თუმცა ვინც ეს უნდა გააკეთოს, მათთან ამ ადამიანების ეფექტიურ კომუნიკაციას მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს და გამოვხატავთ სოლიდარობას“,- განაცხადა იოსელიანმა. ცნობისთის, მანამდე სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობდა, რომ მას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრაზე პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა არ აკონკრეტებდა აპირებდა თუ არა კანცელარიასთან აქციის მონაწილეებთან მისვლას. შეგახსენებთ, დღეს, 24აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს გაიდლაინით მკურნალობას", საქართველო პროგრამაში ჩაერთვება. მთავრობის მეთაურის თქმით, მედიკამენტის შემოტანაზე "ცოტა მოცდაა საჭირო". აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მეექვსე დღეა მართავენ. ისინი მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც ცდილობდნენ. მანამდე, მათთან შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა. აზარაშვილის განცხადებით, "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)