05:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 10:23:25, 1247 ნახვა

მსოფლიო
„ფხიზლად უნდა ვიყოთ“ - ბორელი ტაივანის სრუტეში ევროპის სამხედრო-საზღვაო ძალების პატრულირების ინიციატივით გამოდის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ტაივანის სრუტეში ევროპის სამხედრო-საზღვაო ძალების პატრულირების ინიციატივით გამოდის.

როგორც ბორელი აბობს, ეკონომიკური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ტაივანი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია.

"მოვუწოდებ ევროპულ საზღვაო ძალებს ტაივანის სრუტეში პატრულირებისკენ, რათა აჩვენონ ევროპის ერთგულება ნაოსნობის თავისუფლებისადმი ამ აბსოლუტურად მნიშვნელოვან ზონაში. ამასთან, ფხიზლად უნდა ვიყოთ პროვოკაციებისა და ფსონების გაზრდის წინააღმდეგ. ტაივანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი სტატუს კვო ყველაზე შესაფერისი გამოსავალია",- აცხადებს ბორელი.

ცნობისთვის, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ვუ ამბობს, რომ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად ემზადება.

აპრილში, ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამდღიანი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა ჩაატარა. სახალხო რესპუბლიკამ წვრთნები, როგორც ჩანს, ტაივანის ლიდერის აშშ-ში ვიზიტის საპასუხოდ გამართა.

ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები ჩინეთმა გასული წლის აგვისტოშიც გამართა წარმომადგენელთა პალატის იმჟამინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის საპასუხოდ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოში ჩინეთსა და ტაივანს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია, რაც  ნენსი პელოსის ვიზიტს მოჰყვა. ბოლო 25 წლის განმავლობაში, პირველი ამერიკელი მაღალჩინოსნის კუნძულზე ჩასვლას ჩინეთმა „სრული ფარსი“ უწოდა და აშშ „დემოკრატიის საფარქვეშ ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვაში“ დაადანაშაულა.

ტაივანი ჩინეთს გამოეყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც 1949 წელს ნაციონალისტური სამთავრობო ძალებისა და კომუნისტურის პარტიის ბრძოლაში, ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. შედეგად, მაო ძედუნმა პეკინზე კონტროლი დაამყარა, ნაციონალისტურმა პარტიამ, ჩან კაიშის ხელმძღვანელობით კი, ტაივანს შეაფარა თავი და ჩინეთის რესპუბლიკა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics