|
2023-04-24 09:54:10, 902 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე - ამ ბავშვებს არ გააჩნიათ არანაირი ინტელექტუალური პრობლემა, სიცოცხლის ხანგრძლივობაც ისეთივეა, როგორიც სხვა, ჯანმრთელი ადამიანის
ჯანდაცვის მინისტრმა დააფიქსირა, რომ ნებისმიერი პრობლემა, გართულება, რომელიც შეიძლება იყოს ამ დაავადების თანმდევი, იქნება სრულად ანაზღაურებული სახელმწიფოს მიერ. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული ქირურგიული ჩარევა, მაგალითად, ხერხემლის კორექცია, ასევე - რეაბილიტაციური სერვისები და სხვა დახმარება, რომელიც ამ ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ. ეს პაციენტები იღებენ გარანტიას, სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყველა ის მდგომარეობა, რომელიც იქნება მათი დაავადების გართულებასთან ასოცირებული, იქნება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მართული, - აღნიშნულის შესახებ იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. ივანე ჩხაიძემ განმარტა, რომ აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს გრძელი, ლულოვანი ძვლების ზრდის შეფერხება, თუმცა, ამ დიაგნოზის მქონე ბავშვები თანატოლებს ინტელექტუალური და გონებრივი შესაძლებლობებით არ ჩამოუვარდებიან. „ამ ბავშვებს არ გააჩნიათ არანაირი ინტელექტუალური პრობლემა, გონებრივი განვითარება აბსოლუტურად ნორმალურია და სიცოცხლის ხანგრძლივობაც ისეთივეა, როგორიც სხვა, ჯანმრთელი ადამიანის. ერთი რაც მნიშვნელოვანია, ამ დაავადებას გართულებები ახასიათებს, ეს გართულებები მრავალნაირია, მაგალითად - მორეციდივე ოტიტი, ანუ შუა ყურის ანთება, რომელიც ხშირად მეორდება; ძილის დარღვევა და ძილში სუნთქვის გაჩერების სინდრომი; ხერხემლის და სხვა დეფორმაციები, რომლებიც პერიოდულად საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას და ა.შ. გართულებები საკმაოდ ბევრია, თუმცა, არცერთი მათგანი არ არის ისეთი, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია. მათი მიმდინარეობა და მართვა, გარკვეულწილად, განაპირობებს ამ ბავშვების სიცოცხლის ხარისხს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მისივე თქმით, პრეპარატის კვლევის ძირითადი საგანი სწორედ ზრდის ხელშეწყობაა. „ეს არ არის ის პრეპარატი, რომელსაც შეუძლია, ბავშვი დაიცვას, ვთქვათ ხერხემლის დეფორმაციისაგან, ან სხვადასხვა გართულებების განვითარებისაგან, რაზეც ვისაუბრეთ. ამ პრეპარატის გამოყენების ძირითადი იდეა გახლავთ სწორედ სიმაღლეში ზრდა. ძალიან ბევრი ასოციაციაა, მათ შორის ყველაზე ცნობილი მსოფლიოში - "ამერიკის პატარა ადამიანების" ასოციაცია, რომლებსაც საერთოდ მიუღებლად მიაჩნიათ ამ პრეპარატზე აქცენტის გაკეთება და ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ფარმაკოლოგიური ინტერვენციის ნაცვლად, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს სოციალურ ინტერვენციებზე“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)