01:08 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 09:51:30, 834 ნახვა

საზოგადოება
ივანე ჩხაიძე - ქვეყანა უნდა იყოს მზად პრეპარატის დანერგვისათვის, რასაც სჭირდება ეროვნული პროტოკოლი

თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ პრეპარატს აღიარებს, ქვეყანა უნდა იყოს მზად მისი დანერგვისათვის. ბავშვი უნდა იყოს გარკვეული მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ, მის დანერგვას სჭირდება უზრუნველყოფა, რომლის უკანაც დგას ეროვნული პროტოკოლი, - ამბობს პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე. 

მისივე განცხადებით, სახელმწიფო აქონდროპლაზიის სამკურნალო ეროვნულ პროტოკოლზე მუშაობს, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი მულტიდისციპლინური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს და პროცესი სრულად გამჭვირვალეა. 

„ამ პროტოკოლზე მუშაობს ყველა ის გამოჩენილი და ცნობილი ექიმი, ვისაც შეუძლია მულტიფაქტორული დაავადების მართვა. ესენი არიან: პედიატრი, გენეტიკური დაავადებების სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი, ტრავმატოლოგი და ა.შ.  ამ სამუშაო ჯგუფში შედის პაციენტთა მშობლების წარმომადგენელი.  ჩვენ გვექნება ეროვნული პროტოკოლი, რომელიც აუცილებელი იქნება მაშინ, თუ ამ პრეპარატის შეძენაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

რაც შეეხება „ვოსორიტიდის“  შეძენის საკითხს, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ მიმდინარე წლის სექტემბრისთვის, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა მაინც, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის  ახალშექმნილ  სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდს“, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს დაიწყებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics