01:55 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-22 14:11:37, 1433 ნახვა

ომი უკრაინაში
ოსტინი - პუტინის ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, ის არის ნატო-ს გაფართოების მიზეზი

პუტინის ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, ის არის ნატო-ს გაფართოების მიზეზი,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინმა უკრაინაში შეჭრის დროს არაერთი არასწორი გათვლა გააკეთა.

„პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა არ იბრძოლებდა, მაგრამ უკრაინა მტკიცედ დგას პარტნიორების დახმარებით. ის ფიქრობდა, რომ ჩვენი ერთობა დაინგრეოდა, მაგრამ სასტიკმა ომმა, რომელიც რუსეთის არჩევანია, მხოლოდ დაგვაახლოვა. ფინეთი დღეს აქ არის როგორც ნატო-ს წევრი, იმედია, მალე შვედეთიც შემოგვიერთდება. ეს კი ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ პუტინის მიერ არჩეული ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, არამედ არის მიზეზი“,- განაცხადა ოსტინმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ 21 აპრილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. 

შეხვედრა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატის გამართვამდე შედგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics