|
2023-04-22 12:52:42, 1142 ნახვა
საზოგადოება
„გამოდის, რომ ჩვენ, მშობლები გამოვდივართ ჩვენი შვილის მკვლელები“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან დედების პროტესტი გრძელდება
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მართავენ. აქონდროპლაზის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, მათ დრომდე არავინ შეხვედრია. მოთხოვნები კი უცვლელია - დედები შვილების სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთ მედიკამენტის "ვოსორიტიდის" შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. "ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - შეგვხვდეს პრემიერი, გამოგვიტანოს განაჩენი. გვინდა მოგვისმინოს და თქვას, აძლევს თუ არა ჩვენს შვილებს ჯანმრთელობის უფლებას. ჯანდაცვის სამინისტრო რასაც ავრცელებს გამწარებული, ისტერიულად თავის საყვარელ არხებზე მოჰყავს თავისი ექიმები, სადაც ალაპარაკებს გვერდით მოვლენებზე და გამოდის, რომ ჩვენ, მშობლები გამოვდივართ ჩვენი შვილის მკვლელები, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაწეროს "ვოსორიტიდი", არ სჭირდება სამედიცინო განათლება, შეუძლია ჩაწეროს და ყველა იმ ნიშან-თვისებას წაიკითხავს, რაც ამ მედიკამენტს ახასიათებს, რომ იგი ეფექტურია, უსაფრთხოა და არის აუცილებელი ამ ბავშვებისთვის", - განაცხადა აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელმა, ქეთი ბეგიაშვილმა. ამასთან, ერთ-ერთი მშობელის განცხადებით, რთულია, როდესაც დედას შვილისთვის სახელმწიფოსთვის წამლისთვის ხვეწნა და მუდარა სჭირდება. "ძალიან რთულია 24 საათი დედა იდგე ქუჩაში და ემათხოვრებოდე სახელმწიფოს მედიკამენტს. ჩვენ გვიყურებს არა მარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან და მშობლებს გვწერენ, რომ ეს არის სირცხვილი! 12 ბავშვზეა საუბარი. მედიკამენტი ჩვენთვის არის ძვირი, თორემ სახელმწიფოსთვის არა. სახელმწიფო ვალდებულია, რომ ჩვენს შვილებს მისცენ სიცოცხლის უფლება",- ამბობს სალომე გაბელაშვილი. შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე თვეა მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. მათთან შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა. აზარაშვილის განცხადებით, "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს". ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მეოთხე დღეა მართავენ. ისინი მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ცდილობენ.
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)