12:11 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-22 11:24:45, 1348 ნახვა

პოლიტიკა
Foreign Policy - კონგრესი საქართველოს პოლიტპატიმრების შეწყალებისკენ მოუწოდებს

კონგრესი საქართველოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს,- აღნიშნულის შესახებ სტატიას Foreign Policy-ი აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ორპარტიული ჰელსინკის კომისია, რომელიც შეიქმნა შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარე ცივი ომის დროს, მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი შეწყალების უფლება ევროპული ინტეგრაციის მომხრე პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად.

ზურაბიშვილისთვის ხუთშაბათს გაგზავნილ წერილში კომისიის ლიდერები: კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი, ასევე სენატორები ბენ კარდინი და როჯერ ვიკერი, ერთად  მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, ოპოზიციური სატელევიზიო არხის მფლობელი, რომელიც დააპატიმრეს 2022 წლის მაისში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და გაფლანგვის ბრალდებით, რომელიც ამერიკელი კანონმდებლების აზრით, გაყალბებული იყო. 

„როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და მისი დემოკრატიის დაცვის ხმამაღალი მხარდამჭერი, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი დახმარება ერთი შეხედვით პოლიტიკურად მოტივირებული დევნის აღმოფხვრაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ გზაზე",- აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის მიხედვითვე, პრეზიდენტს უთანხმოება აქვს საქართველოს მთავრობის დიდ ნაწილთან, რომელიც ბოლო დროს მოსკოვისკენ გადაიხარა.

"ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებდა საქართველოს პრორუსული მმართველი პარტიის კანონს, რომელიც არჩევნების დამკვირვებლებს, კორუფციის მეთვალყურეებს და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც უცხოური დაფინანსების გარკვეულ ოდენობას იღებდნენ, „უცხოურ აგენტებად" მიიჩნევდა",- წერს გამოცემა.

გარდა ამისა სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია არ არის ერთადერთი პოლიტპატიმარი. 

სტატიის ავტორის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პროდასავლელი ფიგურაა, რომელიც ქვეყანას 2008 წლის რუსეთთან ომის დროს ხელმძღვანელობდა და რამაც გამოიწვია კრემლისადმი ლოიალური ორი რეგიონის გამოყოფა თბილისის მმართველობიდან და რომელიც პატიმრობაში იმყოფება.

"მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილმა გამორიცხა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, მას იგივე არ გაუკეთებია გვარამიას შემთხვევაში, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ყოფილ პრეზიდენტთან. Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა",- აღნიშნულია სტატიაში.

გარდა ამისა, გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს მოწოდება პირველი და ერთადერთი არ არის და მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ დასავლური და დემოკრატიული ღირებულებებიდან მოულოდნელი გადახვევის გამო.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics