|
2023-04-21 18:59:49, 1426 ნახვა
სამართალი
საქართველოს პროკურატურის ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეებზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურის ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეებზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან და ჩართულები არიან ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში ევროპის სხვა ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან ერთად. ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ. "საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს პროკურატურა არაერთი წელია აქტიურად ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის, დანაშაულში მონაწილე ფიზიკური თუ იურიდიულ პირების იდენტიფიცირების და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით. საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან და ჩართულები არიან ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში ევროპის სხვა ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან ერთად. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა ევროჯასთის მხარდაჭერით ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვა მრავალი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ტრანსნაციონალური, ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, არაერთი ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში. ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე მოქმედი ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებული იქნა ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს. ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)