02:38 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 12:56:11, 1169 ნახვა

საზოგადოება
პეტიცია - ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა

მარტიის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა, აქციების კიდევ ერთმა ბრალდებულმა, თორნიკე აკოფაშვილმა და თავისუფლების ინსტიტუტმა პარლამენტის წინ პეტიცია წარადგინეს.

აღნიშნული პეტიციის ძირითადი მოთხოვნაა, რომ ბრალდებული აქტივისტის საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს და მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე, ლაზარე გრიგორიადისი გირაოთი გათავისუფლდეს.

ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის თქმით, მას არა სასამართლოს, არამედ მოქალაქეების იმედი აქვს, რადგან მარტის აქციებზე ის "მოქალაქეების გვერდით იდგა".

„გაასამართლოს ნაფის მსაჯულთა სასამართლომ, სადაც მივიღებთ იმ სიმართლეს, რასაც ელოდება ხალხი. მაშინ დავინახავთ სიმართლეს და გავიგებთ ვინ ვინ დააზიანა, როგორ დააზიანა, რა და რანაირად მოხდა.

დღევანდელ სასამართლოში გამორიცხულია რამე სიმართლეს მივაგნოთ. „ზემოთ“ ნაკარნახევი იყო თავიდანვე და მივხვდით, რომ ლაზარეზე დაიწყეს ეგრევე ე.წ. გზაარეული ახალგაზრდაა, ვიზუალი შეარჩიეს, მამამისთან კონფლიქტშია და ბავშვს დემონიზება გაუკეთეს, რომ არასდანდარტული ბავშვია და დააჯინეს... იმიტომ მაქვს მოქალაქეების იმედი, რომ მაშინ ლაზარე იმ მოქალაქეების გვერდით იდგა და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ლაზარეს ამ სიტუაციაში არ დატოვებენ“,- განაცხადა ბექა გრიგორიადისისმა.

თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორის, სალომე ხვადაგიანის თქმით, ხელისუფლებას და "კლანურ სასამართლოს" არ ენდობიან და სურთ აქტივისტები საქართველოს მოქალაქეებმა, ნაფიცმა მსაჯულებმა განსაჯონ.

"ვენდობით ჩვენ არა ამ სასამართლოს, არა ამ ხელისუფლებას, არამედ საქართველოს მოქალაქეებს და გვინდა, რომ ამ საქართველოს მოქალაქეებით შემდგარმა ნაფიცმა მსაჯულებმა განსაჯონ ლაზარე და თორნიკე არიან დამნაშავეები თუ არა",- განაცხადა თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა.

"ექსპრესნიუსი" პეტიციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული და ამას ადასტურებს ლაზარეს წინააღმდეგ მიმდინარე ხელისუფლების უბინძურესი, შავრაზმული დემონიზების კამპანია, მისთვის მსჯავრის დადებამდე.

სისხლის სამართლის დევნა ასევე მიმდინარეობს თორნიკე აკოფაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ორი წელი ქართულ ჯარში მსახურობდა, ათი თვე უკრაინაში იბრძოდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, 8 მარტის აქციაზე დააკავეს.

თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეების ხელით მართულ სასამართლოს არ შესწევს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკურ ზეწოლას და მეტიც, ლაზარესა და თორნიკეს უსამართლო დევნაში მას საკვანძო როლი აქვს.

იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ხელით საქართველოს 21 წლის მოქალაქეების სამაგალითოდ დასჯა თავიდან ავიცილოთ, ლაზარესა და თორნიკეს საქმე უნდა განიხილონ არა სანქცირებული სასამართლო კლანის მიერ შერჩეულმა, დანიშნულმა და მართულმა მოსამართლეებმა, არამედ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ.

სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, არსებითია, რომ მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში კორუმპირებული მოსამართლეები საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა ჩაანაცვლონ.

"ნაფიცთა მსაჯულება მარტო იმითაა სანატრელი, მარტო იმითაა კარგი, რომ სჯის და მსაჯულობს სინიდისი ერისა და არა ჩინოვნიკისა" - ილია ჭავჭავაძე.

მოვითხოვთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება გაფართოვდეს იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარესა და თორნიკეს სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილითა და 187-ე  მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის, მათ შორის, არსებითი განხილვის ეტაპზე მყოფ საქმეზე, ლაზარე კი, ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე გათავისუფლდეს გირაოთი",- წერია პეტიციაში

შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics