02:38 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 09:31:55, 716 ნახვა

საზოგადოება
ტატუნაშვილის დედა სტრასბურგზე - იმედი მაქვს სამართალი აღდგება და დამნაშავეები დაისჯებიან

იმედი მაქვს სამართალი აღდგება და დამნაშავეები დაისჯებიან,- ამის შესახებ რუსი ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედა, რუსუდან ტატუნაშვილმა განაცხადა.

რუსუდან ტატუნაშვილი  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც "საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორისო საჩივარი დასაშვებად ცნო.

"წლებია ველოდებით ამ სასამართლოს და იმედი მაქვს სამართალი აღდგება და სამართალი გაიმარჯვებს და ის დამნაშავეები დაისჯებიან. აქ კი გამოუტანს განაჩენი, დაუსწრებლად, უვადო პატიმრობა, მაგრამ იმათ არავინ არ დააკავებს იქ. ჩემი შვილი უდანაშაულო იყო და ოსებმა აწამეს სამშობლოს სიყვარულის გულისთვის. აიძულებდნენ, რომ ეთქვა ვითომ ტერორისტი იყო, შესული იყო იქ რომ პუტინის არჩევნები ჩაეშალა, რადგან გარიგებაში არ შევიდა იმათთან და არ ითანამშრომლა იმათთან, იძულებულები გახდნენ ეწამებინათ",- ამბობს რუსუდან ტატუნაშვილი "მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ 20 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ დასაშვებად ცნო და წარმოებაში მიიღო სახელმწიფოთაშორისო საქმე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ".

საქმე ეხება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან ადამიანთა უფლებების სიტუაციის გაუარესებას, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დანაშაულების ჩადენას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics