|
2023-04-20 17:40:59, 946 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტია ახალგაზრდა სპეციალისტების დაინტერესება, მოზიდვა და მათი აქტიური ჩართვა სამუშაო პროცესში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ დეფიციტური გარემოსდაცვითი პროფესიების ხელშეწყობის მიზნით, უმაღლეს სასწავლებლებში დაინერგა „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა - მაგისტრატურის 32 წარჩინებულ სტუდენტს 1500-ლარიანი სტიპენდია გადაეცა. „დავიწყეთ გარემოსდაცვითი კუთხით დეფიციტური პროფესიებით დაინტერესებული სტუდენტების წახალისება და შევქმენით მწვანე სტიპენდიის პროგრამა, რომლითაც უკვე სარგებლობენ ჩვენი სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტია ახალგაზრდა სპეციალისტების დაინტერესება, მოზიდვა და მათი აქტიური ჩართვა სამუშაო პროცესში. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, აქტიურად თანამშრომლობენ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან. სტუდენტები სტაჟირებას გადიან სამინისტროს სისტემაში. შედეგად, მათ რეალური შესაძლებლობა ეძლევათ დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში და საკუთარი ცოდნის რეალიზება მოახდინონ. „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამამ გვიჩვენა, რომ გაიზარდა სტუდენტების მოტივაცია და შესაბამისად, წელს ვგეგმავთ აგრარული დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობის მიმართულებით „აგროსტიპენდიების” პროგრამის შემუშავებასაც, რაც წლის ბოლომდე უკვე დაინერგება,“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ სტიპენდიები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)