|
2023-04-20 16:55:44, 882 ნახვა
საზოგადოება
ბარკალია - კვლევის მიხედვით, ძალიან დადებითი დინამიკაა ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების შემცირების მიმართულებით
„კვლევის მიხედვით, ძალიან დადებითი დინამიკაა ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების შემცირების მიმართულებით“, - აღნიშნულის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოება ადრინდელზე უკვეთ არის ინფორმირებული ბავშვთა უფლებების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელისუფლების მკაცრი რეაგირება, ბავშვისა და ქალის მიმართ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე. კვლევის მიხედვით, 2018 წლიდან 2022 წლამდე, 66% -დან 29.4% -მდეა შემცირებული ფსიქოლოგიური აგრესიის გამოყენება; 31%-დან 4.8%-მდე შემცირდა ფიზიკური დასჯა; 5%-დან 0.1%-მდე შემცირებულია სასტიკი ფიზიკური დასჯა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის სამედიცინო სერვისები და ხარისხიც, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეებისა და ბავშვებისთვის, უზრუნველყოფს . „ეს არის მუშაობის და გატარებული რეფორმების შედეგი, რაც თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში გამოიხატება. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად, გეოგრაფიული ბარიერები კვლევაში, თითქმის, არ ფიქსირდება“, - აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)