|
2023-04-20 16:43:27, 724 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - 2022 წელს, ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები 1000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, 2023 წელს, ტყის აღდგენა 1500 ჰა ფართობზეა დაგეგმილი. როგორც მინისტრმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების მასშტაბების გაზრდის და სამუშაოებში საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველსაყოფად, შემუშავდა მოხალისეობრივი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც, ფიზიკური და იურიდიული პირების მხარდაჭერით, იგეგმება ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება და 2030 წლამდე, ჯამში, ტყის აღდგენის ღონისძიებები 15000 ჰა ფართობზე განხორციელდება. შამუგის თქმით, კვლავ გამოწვევად რჩება ტყით უკანონო სარგებლობა. „2023 წელს, ტყის დაცვის ფუნქციის გაძლიერების და სატყეო კანონმდებლობის შეუფერხებლად აღსრულების მიზნით, გაიზარდა ტყის მცველების რაოდენობა; დღეისათვის, ჯამში, საქართველოს ტყის რესურსების დაცვას 500 ტყის მცველი ემსახურება“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)