|
2023-04-20 16:40:36, 639 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ტყის ახალმა კოდექსმა ჩამოაყალიბა ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელოვანი პრინციპები
„ქვეყანამ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და დღეისათვის, უკვე არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო - ტყის ახალი კოდექსი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კოდექსმა ჩამოაყალიბა ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელოვანი პრინციპები. ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს საქმიანი ეზოების მოწყობა იმისთვის, რომ ეტაპობრივად დაინერგოს ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემა. 2023 წლის მდგომარეობით, მოწყობილია 40-მდე საქმიანი ეზო. დამატებით, წლის ბოლომდე, დაგეგმილია 20-მდე ახალი საქმიანი ეზოს მოწყობა. „საქმიანი ეზოების“ ჩამოყალიბება და ხე-ტყის მდგრადად მართვის მექანიზმების დანერგვა, სპეციალისტების გადამზადება და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, არის უმთავრესი წინაპირობა სატყეო სექტორის რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პირველად ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა; შედეგად, მომზადდა ანგარიში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)