03:09 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 16:08:49, 1368 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია, ალიანსი პირობას დებს, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს

უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია, ალიანსი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინამ სამართლიანად უნდა იპოვოს ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახში.

"უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია და ჩვენ ამაში დავეხმარებით. დღეს განვიხილეთ ყოველწლიური საინიციატივო მხარდაჭერა. ეს დაგეხმარებათ, საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობიდან და დოქტრინიდან ნატო-ს სტანდარტებზე გადახვიდეთ და უზრუნველყოთ ალიანსთან სრული თავსებადობა",- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ეს არის ნატო-ს უკრაინისადმი გრძელვადიანი ვალდებულების მტკიცებულება და ალიანსი მის გვერდით იმდენ ხანს იდგება, რამდენიც დასჭირდება.

"ჩვენ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური სისტემა, რომელიც უნდა შეჩერდეს. ჩვენ შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია მუდმივი მშვიდობა და მე ყოველმხრივ მივესალმები ვოლოდიმირ ზელენსკის "მშვიდობის ფორმულას". ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოების უფრო ძლიერი შესაძლებლობები“, - დასძინა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics