|
2023-04-20 15:55:02, 763 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ხარისხსა და რაოდენობის დაკვირვების ქსელის გაფართოება
გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, მოგეხსენებათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მექანიზმების ჩამოყალიბება. საქართველოს პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობს, ევროპული დირექტივების შესაბამისად მომზადებული ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის განხილვა. მინისტრის თქმით, პარალელურად, სამინისტრომ დაიწყო წყლის ხარისხსა და რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღდგენა. ყოველწლიურად ფართოვდება მონიტორინგის ქსელი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს მდინარეებისა და ტბების 231 წერტილში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვნად გაძლიერდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები. „2022 წელს, ქუთაისისა და ბათუმის რეგიონული ლაბორატორიებისთვის შევიძინეთ ორი მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო. შედეგად, შესაძლებელი იქნება წყლის რესურსების ხარისხის შეფასება მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და გაუმჯობესდება მონიტორინგის არსებული სისტემა, რაც ასევე წინგადადგმული ნაბიჯია ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალი კანონის პრაქტიკაში აღსრულებისათვის“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს მდინარეებისა და ტბების 231 წერტილში, ასევე, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების 68 წყალპუნქტზე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)