|
2023-04-20 15:48:21, 823 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ველური ბუნების სააგენტო მუშაობს „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო მუშაობს კანონპროექტზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა, სახეობათა პოპულაციების კონტროლი, სოფლის მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო სივრცის შექმნა და მონადირეთა სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეიზღუდება ბრაკონიერობა. "აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით 2022 წელს დაიწყო პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო", რომლის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა კანონზე "ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ". აღნიშნული პროექტით გაძლიერდება ველური ბუნების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობები და ხელი შეეწყობა საქართველოს ველური ბუნების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას",- განაცხადა შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)