04:13 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 15:24:22, 622 ნახვა

საზოგადოება
ოთრ შამუგიამ საერთაშორისო მხარდაჭერის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა

ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო მხარდაჭერის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2022 წელს, საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, 23.7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის; შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) დაფინანსებით, 10 მლნ შვეიცარიულ ფრანკზე მეტი დაიხარჯება მეცხოველეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის.

"შვედეთის განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ (SIDA) დაიწყო 6 მლნ ევრომდე ღირებულების პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას. სატყეო სექტორის რეფორმის წარმატებით განხორციელებაში ჩართულია მწვანე კლიმატის ფონდი (GCF), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და შვეიცარიის კონფედერაცია; მათ მიერ რეფორმისათვის 47 მლნ ევრო დაიხარჯება. 

ევროკავშირის მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მე-IV ფაზა. პროგრამის ბიუჯეტი 55 მლნ ევროა და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას, სურსათის უვნებლობის სისტემის გაუმჯობესებას და საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობას",- განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics