19:39 - 02 Nov, 2026
|
2023-04-20 15:09:17, 725 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - 2015-2022 წლებში, DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა ევროკავშირის ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას და მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2015-2022 წლებში, DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი, ეტაპობრივად ინერგება და სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის სავალდებულო ხდება საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)