|
2023-04-20 14:14:07, 854 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ხარისხიანი სათესლე და სარგავი მასალის გამოყენება ხელს შეუწყობს სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლების გაუმჯობესებას
„სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების ფარგლებში, შეიქმნა კვალიფიციურ სათესლე და სანერგე მეურნეობების ერთიანი რეესტრი (მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფა). 2022 წელს, სერტიფიცირებული სათესლე მასალის რაოდენობამ შეადგინა 1400 ტონა, ხოლო სერტიფიცირებული სარგავი მასალის რაოდენობამ 1.3 მლნ ნერგი. გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებელს ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს. საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)