|
2023-04-20 13:47:46, 550 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - გასულ წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ახალი ბაღებიდან 40 ათასი ტონაზე მეტი მოსავალი მივიღეთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ შედეგებზე ისაუბრა. „ჩვენი გათვლებით, მხოლოდ გასულ წელს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ახალი ბაღებიდან მივიღეთ 40 ათასი ტონაზე მეტი მოსავალი, რომლის ღირებულება 85 მლნ ლარს აღემატება. მომდევნო წლებში, პროგრამით გაშენებული მრავალწლოვანი კულტურების საპროგნოზო მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით. საპროგნოზო მაჩვენებლით, 2030 წლისათვის, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 200 ათას ტონას გადააჭარბებს, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 500 მილიონი ლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, ჯამში მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა 10 000-მდე, ხოლო დროებით დაქირავებულთა რაოდენობა 45 000-მდეა“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები, რაც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ შედეგია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, გაშენებულია 20.000 ჰექტრამდე თანამედროვე ბაღი, მოწყობილია 16 თანამედროვე სანერგე მეურნეობა. წარმატებით მიმდინარეობს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომლითაც მხოლოდ 2022 წელს 16 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. გაცემულია 990 მლნ ლარზე მეტი სესხი, სადაც სახელმწიფო თანადაფინსება 170 მლნ ლარზე მეტია.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)