04:13 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 12:58:59, 603 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს პარლამენტში წარადგენს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგებს, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებს წარადგენს. 

„სანამ უშუალოდ ანგარიშის წარმოდგენის ნაწილზე გადავალ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ეკონომიკური განვითარება და პარალელურად გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს; სწორედ ამიტომ, ყველა აქტივობა, პროგრამა და ღონისძიება, რომელსაც ვგეგმავთ და ვახორციელებთ, ერთი მხრივ, მიმართულია აგრარულ დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად და ეფექტიანად ათვისებისკენ, საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნადი, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის ხელშეწყობისკენ, ხოლო მეორე მხრივ, მიზნად ისახავს წარმოების განვითარების და ზრდის პარალელურად, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი გარემო, დაცული იყოს წყლის, მიწის, ტყის რესურსი ზეწოლისგან და დაზიანებისგან. გარემოსდაცვითი პოლიტიკის თანმიმდევრულმა განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი და დაბალანსებული განვითარება. ყოველივე ზემოაღნიშნულით ჩვენ დავაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება აწესებს“, - განაცხადა მინისტრმა. 

ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი ვითარება, რთული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. 

„თითოეული ჩვენგანი იზიარებს  მდგომარეობის სიმძიმეს, რაც გამოწვეულია რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრით. ამ მოცემულობაში ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული, შევინარჩუნოთ მშვიდობა, არ შეგვექმნას რთული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და შევძლოთ წინსვლა, მათ შორის, მთავარი მიზნისკენ, ევროინტეგრაციისკენ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics