|
2023-04-20 11:16:49, 4602 ნახვა
Lifestyle
Netflix-ის სერიალი დედოფალი კლეოპატრა ეგვიპტეში კანის ფერის გამო აღშფოთებას იწვევს
Netflix-ის მხატვრულ დოკუმენტურმა ფილმა კლეოპატრას შესახებ შავკანიანი მსახიობის მონაწილეობით აღშფოთება გამოიწვია ეგვიპტეში და ბრალდებები რეჟისორების წინააღმდეგ, რომ ისინი შეეცადნენ გადაეწერათ ქვეყნის ისტორია. ეგვიპელებისთვის მიუღებელია, რომ კლეოპატრას როლს აფროამერიკელი მსახიობი თამაშობს. კინოპროექტის მონაწილეები იცავენ თავიანთ გადაწყვეტილებას მთავარი როლისთვის მსახიობის არჩევის შესახებ და ამტკიცებენ, რომ არ არსებობს ისტორიული კონსენსუსი კლეოპატრას ფესვების შესახებ. მას შემდეგ რაც გასულ კვირას ეგვიპტეში გამოვიდა ისტორიულად ავთენტური სერიალის დედოფალი კლეოპატრას თრეილერი, ქვეყანაში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ადვოკატმა მაჰმუდ ალ-სემარიმ პროკურატურას ოფიციალური განცხადებაც კი გაუგზავნა Netflix-ზე ეგვიპტეში წვდომის დაბლოკვის მოთხოვნით. ალ-სემარიმ კომპანია დაადანაშაულა მედიის კანონების დარღვევაში და აფროცენტრული იდეების პოპულარიზაციაში, დაადანაშაულა. ცნობილმა არქეოლოგმა, ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზაჰი ჰავასმა გაზეთ Al-Masri al-Yom-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, გადამღები ჯგუფის ვარაუდი, რომ კლეოპატრა შეიძლებოდა მუქი ფერის ყოფილიყო სრული სიცრუე. „კლეოპატრა ბერძნული წარმოშობისა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კანი ღია იყო და არა მუქი“, - თქვა ჰავასმა და დასძინა, რომ ეგვიპტის ერთადერთი მუქი ფერის მმართველები იყვნენ 25-ე დინასტიის კუშიტი მეფეები, ძვ.წ. 747-656 წწ. „Netflix ცდილობს დათესოს დაბნეულობა, ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებით, რომ შავი ხალხი ეგვიპტური ცივილიზაციის სათავეში იყვნენ“, - თქვა არქეოლოგმა და მოუწოდა ქვეყნის საზოგადოებას გააპროტესტოს საერთაშორისო სტრიმინგ პლატფორმა. თრეილერის გამოქვეყნებისა და მასზე აღმაშფოთებელი რეაქციის შემდეგ, მსახიობმა ადელ ჯეიმსმა დაწერა ტვიტერზე: „თუ არ მოგწონთ ქასთინგის შედეგები, არ უყუროთ შოუს“
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)