|
2015-02-09 10:39:16, 1036 ნახვა
პოლიტიკა
ნორლანდი: პროკურატურის პროფესიონალიზმის ზრდის მიზნით თანამშრომლობა ჩვენთვის დიდი პატივია
„ ჩვენთვის დიდი პატივია მთავარი პროკურატურის პროფესიონალიზმისა და ეფექტურობის ზრდის მიზნით ვითანამშრომლოთ“, –ამის შესახებ აშშ–ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა „რედისონში“ განაცხადა, სადაც კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პროკურატურისა და შსს–ს რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას წარმოადგენს. ნორლანდის თქმით, რეფორმის მიზანი არის ის, რომ პროკურატურა და შსს ზეწოლისგან თავისუფლები იყვნენ. „ჩვნთვის დიდი პატივია, გენერალური პროკურატურის პროფესიონალიზმისა და ეფექტურობის ზრდის მიზნით ვითანამშრომლოთ. ამ მიმდინარე პროცესების მიზანი გახლავთ ის, რომ ორგანო ზეწოლისგან თავისუფალი იყოს და ოპერირებდეს კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტებით. ამერიკის საელჩო მოხარულია, აშშ–ს განვითარების სააგენტოსთან ერთად მხარი დაუჭიროს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას, რომელთა დღევანდელი შეხვედრა მიმართულია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისაკენ, მისი ეფექტურობისა და ქმედითი უნარის ზრდისაკენ, ასევე სამართალდამცავი ორგანოების თუ ხელისუფლების გააქტიურებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისაკენ“,– აღნიშნა ნორლანდმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)