|
2023-04-20 09:52:23, 1732 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 21 Shahed-ის დრონი ჩამოაგდო
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ რუსული ძალების მიერ გაშვებული 21 "შაჰიდის" დრონი ჩამოაგდო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, რუსეთმა სულ 26 "შაჰიდის" დრონი ისროლა. ამასთან, უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს 55 შეტევა 5 მიმართულებით. "გასული 24 საათის განმავლობაში მტერმა 3-ჯერ განახორციელა სარაკეტო და 57-ჯერ საჰაერო დარტყმა, მათ შორის 26 დარტყმა "შაჰედ-136" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით იყო განხორციელებული, რომელთანაგნ 21 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს. ასევე, რუსმა აგრესორებმა MLRS-დან 69-ჯერ ისროლეს ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე. მშვიდობიანი მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები, განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია. მტერი დიდი დანაკარგების ფასად აგრძელებს აგრესიულ ომს. ძირითადი ძალისხმევა მიმართულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ლიმანის, ბახმუტის, ავდიევკას, მარინკასა და შახტარშკეს მიმართულებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის 55-ზე მეტი შეტევა ფრონტის მითითებულ უბნებზე. უმძიმესი ბრძოლები იმართება ბახმუტისა და მარინკასთვის",- აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)