|
2023-04-19 12:53:42, 836 ნახვა
საზოგადოება
სამგორში, 108-ე სკოლის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის მიხედვით, სკვერი მოეწყობა
სამგორის რაიონის გამგეობამ, თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის საფუძველზე სკვერის მოწყობის პროექტირება დაასრულა. დედაქალაქის მერიის ცნობით, სკოლის მოსწავლეებისა და პროექტანტების ერთობლივად შემუშავებული გეგმის პრეზენტაცია აღნიშნულ სკოლაში გაიმართა. "ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლალი კალანდაძე, სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეები დაესწრნენ. პროექტის მიხედვით, სკვერი მესამე მასივში, X კვარტალი, კორპუსი 23-ის მიმდებარედ, 3 200 კვ.მეტრის ფართობზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ბილიკები, განათების სისტემა და ტერიტორია სრულად გამწვანდება. აღსანიშნავია, რომ სკვერის მაკეტი მოზარდებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მათემატიკის საგანში კომპლექსური დავალების შედეგად გეომეტრიული ფიგურებისა და მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით შექმნეს. მოსწავლეები სკვერის განაშენიანების პროცესის ყველა ეტაპზე აქტიურად იქნებიან ჩართულნი", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)