|
2023-04-19 12:48:50, 884 ნახვა
საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - კუნთის ნასახი არ აქვს, თმები აბსოლუტურად გასცვივდა
კუნთის ნასახი არ აქვს, გუშინ პირდაპირ დამანახა - ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. ალასანიას თქმით, მოლოდინი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებს სასჯელის გადავადების მოთხოვნას. „სიცხე და მაღალი წნევა ისევ აქვს. გადაადგილება, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირს, კუნთის ნასახი არ აქვს და როგორ უნდა გადაადგილდეს. გუშინ პირდაპირ დამანახა - ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა. ვითხოვთ, რომ ამ იურიდიული საქმეების განხილვა დროებით გადაიდოს და შესაძლებლობა მიეცეს მას, რათა თავისი ჯანმრთელობა აღიდგინოს. დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა სტრასბურგიდან. მე ეს მოლოდინი მაქვს. არ ვიცი, რა იქნება და რა შედეგს მივიღებთ, არ ვიცი“, - განაცხადა ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)