03:09 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 12:38:12, 1806 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters - სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს

სამხრეთ კორეამ, შესაძლოა, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გარდა, უკრაინაში სამხედრო დახმარებაც გაგზავნოს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. 

გამოცემის ცნობით, აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტის წინ, პრეზიდენტმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა იკვლევს გზებს, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს უკრაინას თავდაცვასა და ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში.

"როდესაც ისეთი სიტუაცია დგება, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ვერ დაუშვებს, როგორიცაა ნებისმიერი ფართომასშტაბიანი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხოცვა-ჟლეტა, ან ომის კანონების სერიოზული დარღვევა, ჩვენ გაგვიჭირდება მხოლოდ ჰუმანიტარული, ან ფინანსური დახმარებით შემოფარგვლა",- განაცხადა სუკ იოლმა.

Reuters-ის ცნობითვე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სეულმა უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე მზადყოფნა გამოთქვა მას შემდეგ, რაც დაახლოებით, ერთი წლის წინ ომში ჩართული ქვეყნებისთვის ლეტალური იარაღის გადაცემის შესაძლებლობა კორეელმა მაღალჩინოსნებმა გამორიცხეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics