|
2023-04-19 09:25:01, 1341 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ კონსულტაციისთვის მინსკიდან ელჩი გამოიძახა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკიდან კონსულტაციისთვის გამოიძახა ბელარუსში უკრაინის ელჩი იჰორ კიზიმი. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 18 აპრილს, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურს, დენის პუშილნს შეხვდა და დახმარება აღუთქვა. "მივიჩნევთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელიც ეჭვმიტანილია მძიმე დანაშაულებებში და იმყოფება უკრაინული და საერთაშორისო სანქციების ქვეშ, ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან კიდევ ერთ და აშკარა არამეგობრულ ქმედებას წარმოადგენს, რომელიც მიმართულია აგრესორის მხარდასაჭერად. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა კონსულტაციებისთვის გამოიძახოს უკრაინის ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში იჰორ კიზიმი. მინსკმა თავი უნდა შეიკავოს ასეთი დესტრუქციული ნაბიჯებისგან და შეწყვიტოს რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ",- წერია განცხადებაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)