13:10 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 23:55:24, 765 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შექმნას საპარლამენტო კომისია

ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საპარლამენტო მექანიზმს, მათ შორის რეგლამენტს გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობამ" ვერ შექმნას საპარლამენტო კომისია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა კვლევით სასამართლო სისტემა დგას მოწოდების სიმაღლეზე, ხოლო ოპოზიციური ძალები სისტემის დისკრედიტაციას ცდილობენ.

"სასამართლო არ არის მათ ხელში, ხელისუფლების სხვა შტოებთან ერთად, მაგრამ განსაკუთრებით ცდილობენ, სასამართლოს თემაზე მოახდინონ მისი დისკრედიტაცია, რაც შეიძლება მარგინალიზაცია, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ გამოსდით. როგორც ფაქტებით, ასევე აღქმებით, ანუ, ყველა კვლევით სასამართლო დგას მოწოდების სიმაღლეზე. მათ არ აწუხებთ ის ამბავი, რომ ქართველი მოსამართლე, ვინც არ უნდა იყოს, არანაირ სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვა, მნიშვნელობა აქვს, როგორ მუშაობს სისტემა, როგორ მუშაობს ხელისუფლების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შტო და ის მუშაობს ძალიან კარგად.

ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საპარლამენტო მექანიზმს, მათ შორის რეგლამენტს გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობამ" ვერ შექმნას საპარლამენტო კომისია ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტური თავხედობაა მათი მხრიდან. "ნაცები" სასამართლოზე საპარლამენტო კომისიას ქმნიან, ეს არის თანამედროვეობის პარადოქსი და ასეთ პარადოქსებს ჩვენ არ დავუშვებთ, იმიტომ ვართ ხელისუფლებაში. ყველანაირი კანონიერი, მორალურად სწორი და გამართული ნორმის დაცვით ჩვენ მათ არ შევაქმნევინებთ კომისიას და ეს "მათ" - არის "ნაცმოძრაობა", - განაცხადა მდინარაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics