|
2023-04-18 16:39:29, 1489 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ინფორმაციით, 18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ძეგლებისა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძეგლების აღდგენა-რესტავრაციაში მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ისე ფონდი ,,ქართუს" წვლილი. მთავრობის თავმჯდომარემ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საერთაშორისო მარკეტინგული და ტურისტული მიმართულებით ღონისძიებების გაფართოების, ცნობადობის გაზრდის, ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის ინიციატივა გამოთქვა. სემინარზე სამეცნიერო საკითხებთან ერთად ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთმიმართებაც განიხილეს. სემინარის ფარგლებში ბათუმელი მხატვრების გამოფენა მოეწყო.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)