17:45 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 15:21:59, 806 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - გვინდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა შემოდგომაზე დავიწყოთ

ძალიან მალე, ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ კონკრეტულად ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც  გვინდა, რომ ჩვენ დავიწყოთ შემოდგომაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ასევე ახალი აეროპორტის პროექტზეც ისაუბრა.

„მინდა, მოკლე განახლებული ინფორმაცია მოგახსენოთ. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს - ძალიან მალე, ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ კონკრეტულად ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც  გვინდა, რომ ჩვენ დავიწყოთ შემოდგომაზე. 

ასევე, ახალი აეროპორტის პროექტის თაობაზე ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია. ამის თაობაზე ძალიან მალე მოგახსენებთ. ეს არის მრავალ ასეულ მილიონიანი ინვესტიცია.

და რაც შეეხება ენერგეტიკის ობიექტებს, აქაც ძალიან სერიოზული წინსვლა გვაქვს და ძალიან მალე განახლებულ ინფორმაციებს წარმოგიდგენთ", -  განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics