|
2023-04-18 13:01:50, 732 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი „ოცნებას“ - მეხსიერებაც კარგი საქონელია და სინდისიც, მაგრამ არც ერთი შეგრჩათ და არც მეორე [ვიდეო]
მეხსიერებაც კარგი საქონელია და სინდისიც, მაგრამ როგორც ჩანს, არც ერთი შეგრჩათ და არც მეორე, - ასე მიმართა "ლელო საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს. ნაცვლიშვილი სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება "პოლიტიკური სხეულით სასამართლო კლანს" იცავს. "ძალიან მრავლისმთქმელია, რომ ხელისუფლება მთელი თავისი რესურსით ერთი კვირაა გადაფარებულია სასამართლო კლანს. არც დასვენების დღე არსებობს, არც აღდგომა - ტროლები და ბოტები გაორმაგებული ენერგიით იცავენ ვის? - გირგვლიანის მოსამართლეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის საქმეა, რომელ საქმეზე დაყრდნობითაც მოხვედით ხელისუფლებაში "ქართული ოცნება"; არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის თემაა, რომლის გამოსწორებისთვისაც მიიღეთ ქართველი ხალხის მანდატი - სამართლიანი სასამართლოს შექმნა და სამართლიანობის აღდგენა ამ ქვეყანაში. 11 წლის შემდეგ, იმ ხალხს, ვისი უსამართლობის გამოც ხელისუფლებაში მოხვედით და ვისი სახლში გაშვებისთვისაც მოგენიჭათ მანდატი, მათ ხართ გადაფარებული და მათ იცავთ მათ შორის საკუთარი პოლიტიკური სხეულით. მეხსიერებაც კარგი საქონელია და სინდისიც, მაგრამ როგორც ჩანს, არც ერთი შეგრჩათ და არც მეორე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტირდება და ფიქსირდება - სადამდე მიხვედით და როგორ გაირყვნა თქვენი ხელისუფლება. აღმოჩნდა, რომ სანქციებია ის, რაც ძალიან გაშინებთ. არ ჰქონია თურმე ჩალის ფასი დასავლეთის პოზიციას ხომ?! ძალიანაც რკინის ფასი ჰქონია და ძალიანაც შეგაშინათ ამ ყველაფერმა", - მიმართა ნაცვლიშვილმა მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)