03:09 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 11:29:20, 1724 ნახვა

ომი უკრაინაში
CNN - ყოფილი „ვაგნერელები“ აღიარებენ, რომ უკრაინაში ბავშვებს ხოცავდნენ

ორი პირი, რომელიც აცხადებს, რომ "ვაგნერის" ყოფილი მეთაურები არიან, აღიარებს, რომ უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს ხოცავდნენ. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ მათ უფლებადამცველი ორგანიზაციის - Gulagu.net-ის წარმომადგენლებთან ისაუბრეს.

ორგანიზაცია, რომელიც რუსეთში კორუფციასა და წამების საქმეებზე მუშაობს, უთითებს, რომ აღნიშნული ორი პირი - აზამატ ულდაროვი და ალექსეი სავიჩევი არიან ყოფილი რუსი მსჯავრდებულები, რომლებიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე, გასულ წელს შეიწყალეს.

ულდაროვი ორგანიზაციას უყვება, როგორ ესროლა 5 ან 6 წლის გოგონას და მოკლა. 

"[ეს იყო] მენეჯმენტის გადაწყვეტილება. მე არ მქონდა უფლება, ვინმე ცოცხალი დამეტოვებინა. მინდა, რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა იცოდნენ სიმართლე. მე არ მინდა ომი და სისხლისღვრა. ახლა ხელში სიგარეტი მიჭირავს, ამ ხელით მე ვასრულებდი ბრძანებებს და ვკლავდი ბავშვებს", - განაცხადა ულდაროვმა. 

მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში - სოლედარსა და ბახმუტში, სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, "ვაგნერის" დაქირავებულებს ჰქონდათ ბრძანება, რომ ყველა გაენადგურებინათ.

ულდაროვი ამბობს, რომ ბრძანებებს რუსი ოლიგარქისგან, ევგენი პრიგოჟინისგან იღებდნენ. 

"ყველა მეთაურზე მაღლა ერთი დგას - პრიგოჟინი, რომელმაც გვითხრა, რომ არავინ გაგვეშვა და ყველა გაგვენადგურებინა", - აღნიშნა ულდაროვმა. 

როგორც CNN წერს, ინტერვიუს ერთ მომენტში სავიჩევმა აღწერა, თუ როგორ „მიიღეს ბრძანება, სიკვდილით დაესაჯათ 15 წელზე უფროსი ასაკის ყველა მამაკაცი". მისივე თქმით, ასევე ჰქონდათ ბრძანება "სახლის "გაწმენდის" შესახებ.

„არ ჰქონდა მნიშვნელობა, იქ მშვიდობიანი მოქალაქე იქნებოდა თუ არა. სახლი უნდა გაწმენდილიყო", - განაცხადა სავიჩევმა.

CNN-ი წერს, რომ ვიდეოკადრებში გამოჩენილ პირთა ვინაობა და მოყოლილი ისტორიები დამოუკიდებლად  ვერ დაადასტურეს, თუმცა იპოვეს შეწყალების ბრძანებები, რომლებიც გასული წლის  სექტემბერ-აგვისტოთი თარიღდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics