|
2023-04-18 10:41:44, 888 ნახვა
მსოფლიო
G7 - ისინი, ვინც რუსეთს უკრაინასთან ომში ეხმარებიან, მძიმე საფასურს გადაიხდიან
ისინი ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებიან, მძიმე საფასურს გადაიხდიან,- ამის შესახებ "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს. მათი განცხადებით, G7-ი გააძლიერებს კოორდინაციას, რათა უპასუხოს მესამე მხარის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემას. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მოწოდებას მესამე მხარეების მიმართ, შეწყვიტონ რუსეთის დახმარება ომში, ან გადაიხადონ ამისთვის მძიმე საფასური. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას, რათა თავიდან ავიცილოთ და ვუპასუხოთ მესამე მხარის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემას და გავაგრძელებთ ზომების მიღებას მათ წინააღმდეგ, ვინც მატერიალურად უჭერს მხარს რუსეთს“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში. მათივე განცხადებით, რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი დაპირება ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ მიუღებელია. შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს იაპონიაში შეხვედრის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა შექმნეს ალიანსი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის გამოდევნას ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)