|
2023-04-18 09:10:02, 771 ნახვა
მსოფლიო
ბორელის განცხადებით, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ
სუდანში ევროკავშირის ელჩს, აიდან ო ჰარას დედაქალაქ ხართუმის რეზიდენციაში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა. ბორელმა სუდანის ხელისუფლება, მომხდარის გამო, ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა. "რამდენიმე საათის წინ, ევროკავშირის ელჩს სუდანში, საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ. ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური შენობებისა და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებაა", - წერს ბორელი სოციალურ ქსელში. BBC-ის ცნობით, ირლანდიელ დიპლომატზე თავდასხმა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიშელ მარტინმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ელჩს სერიოზული დაზიანება არ მიუღია. ევროკომისიის პრესსპიკერის, ნაბილა მასრალის განცხადებით, ხართუმიდან ევროკავშირის დელეგაცია ევაკუირებული არ ყოფილა. შეგახსენებთ, სუდანში რამდენიმე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 185 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 1 500-ს აჭარბებს. სუდანში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებიც, მათი ევაკუაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)