20:03 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-17 20:48:42, 1450 ნახვა

ეკონომიკა
ლოგისტიკა და გადაზიდვის სერვისები საქართველოში

ლოგისტიკა, როგორც დამოუკიდებელი სფერო ყალიბდება მე-20 საუკუნიდან, თუმცა ისტორიას თუ გადავხედავთ შესაძლოა ითქვას რომ საფუძვლი მას გაცილებით უფრო ადრე ჩაეყარა და უკავშირდება სამხედრო სფეროს განვითარებას. მისი აქტუალობა და მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. იზრდება ლოგისტიკური სისტემის დატვირთვა და ხდება მისი ოპტიმიზაცია, რათა ნაკლები დანახარჯებით იქნას მიღწეული მაქსიმალური შედეგები.

საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი იქცეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ ლოგისტიკურ ჰობად, რასაც განაპირობებს ქვეყნის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა. ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია რეალური შანსი, გატარდეს და გადამუშავდეს დამატებითი ტვირთების ნაკადი, რაც განაპირობებს შემოსავლების ზრდას და გაუმჯობესებულ პირობებს წარმოებისა, თუ ვაჭრობის მიმართულებით.

რამდენად განვითარებულია ლოგისტიკა და გადაზიდვის სერვისები საქართველოში?

ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის ამ დარგს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, შესაბამისად, ეფექტური სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის შექმნა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთი ძირითადი და აუცილებელი ფაქტორია. ამ სექტორის განვითარება განაპირობებს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ლოგისტიკურ ქსელში და მის ეფექტურ დაკავშირებას მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან.

მიუხედავად პოტენციალისა და იმისა რომ საერთაშორისო ლოგისტიკური სერვისი იხვეწება, სწრაფად ვითარდება, ეს მაინც არ არის საკმარისი ტემპი. დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, ვინაიდან საქართველოში არსებული სატრანსპორტო რესურსი ჯერჯერობით მაინც „ღარიბია“ და არ იძლევა საშუალებას გავხდეთ ანგარიშგასაწევი მოთამაშეები მსოფლიო ბაზრისთვის. პროცესის კიდე უფრო დაჩქარების ერთ-ერთი გამოსავალი არის რესურსების გაერთიანება და აკუმულირება ერთ სივრცეში. ასევე სხვადასხვა სახის გადაზიდვის მეთოდების გაერთიანება, როგორიცაა: სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვები.

Translive-ის გადაზიდვის სერვისები

Translive სწორედ ასეთ გამოსავალს სთავაზობს ყველა იმ გადამზიდავ კომპანიას, რომელიც დაინტერესებულია ტვირთების გადაზიდვით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ციფრული ლოგისტიკის მიმართულებით Translive-ის პლატფორმა არის მოწინავე და ჩვენ უკვე ლიდერები ვართ საქართველოს ბაზარზე. ჩვენ უკვე ვაძლევთ ასობით გადამზიდსა, თუ ტვირთის მფლობელს საშუალებას უსწრაფესად და უმარტივსად მიიღონ მათთვის საჭირო სერვისები სახმელეთო მარშრუტებზე (და არამარტო). რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას თითოეულ ტვირთსა, თუ გადაზიდვის პროცესის კონტროლზე, ვაზღვევთ ნებისმიერ პროდუქტს და ვაფასებთ რისკებს.

ყოველი გადაზიდვა განიხილება ინდივიდუალურად: ხდება ფასთა გამოკითხვა, მარშრუტის დაგეგმარება, ინფორმაციის სწრაფი გაცვლა და ყველა საჭირო ოფიციალური დოკუმენტის ციფრული გენერაცია. დღეისათვის Translive არის ყველაზე სანდო და თანამედროვე სტანდარტებით აგებული პლატფორმა, რომელშიც დასაქმებულები არიან მაღალი დონის პროფესიონალები. შესაბამისად ჩვენი დამკვეთები იღებენ საუკეთესო კონკურენტულ ტარიფებს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერვისს. გადაზიდვის პროცესის გამჭირვალობა, ნავიგაციის სისტემა, პლატფორმის მოხმარების სიმარტივე, სისწრაფე და ეფექტურობა გვაძლევს საშუალებას დავამუშაოთ და დავაკმაყოფილოთ ყველა საჭიროება როგორც ტვირთის მფლობელებისთვის, ისე გადამზიდებისთვის.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics