12:43 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-17 16:21:19, 1005 ნახვა

მსოფლიო
ლატვიამ, პუტინის კრიტიკოსის კარა-მურზას განაჩენის გამო, ათობით რუსს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლატვიის სახელმწიფო, აუკრძალავს ათობით რუსს ქვეყანაში შესვლას, რუსი პოლიტიკოსის და პუტინის რეჟიმის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზის განაჩენის გამო, რომელსაც 25 წლით პატიმრობა შეეფარდა.- ამის შესახებ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა Twitter-ზე დაწერა.

„მე ვგმობ დღეს რუსეთის სასამართლოს მიერ გამოჩენილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ვლადიმერ ყარა-მურზას მიმართ გამოტანილი უსამართლო და მკაცრ განაჩენს. მე გადავწყვიტე ამ გამოგონილ საქმეში თანამონაწილე 10 რუსისთვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ასევე მოვუწოდებ ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ“, - წერს ის.

კონკრეტულად ვის აეკრძალა ლატვიაში შესვლა, რინკევიჩს არ დაუკონკრეტებია.

დღეს რუს პოლიტიკოსს  მოსკოვის საქალაქო სასამართლომ  25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზას ღალატის, „არასასურველი ორგანიზაციის“ საქმიანობაში მონაწილეობისა და არმიის შესახებ „ყალბების“ ბრალდებით.

ყარა-მურზა 2022 წლის აპრილიდან ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. პოლიტიკოსი  „ღალატის“ ბრალდებით და არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელების ბრალდებით დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics